გიორგი დემეტრაძეს მიაჩნია, რომ საბა საზონოვმა და გიორგი მარადიშვილმა სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტეს.
„სწორია, რომ საქართველოს ნაკრები აირჩიეს – ისინი ხომ ქართველები არიან. რუსეთი ნაკრების ახლა შესარჩევ მატჩებს არ თამაშობს და არავინ იცის, ამის ნებას როდის დართავენ. საზონოვს და მარადიშვილს საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვთ. ახალგაზრდები არიან და ასეთი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ“ – განუცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის ექსფორვარდმა championat.com-ს.
ლაშა თაბაგარი




