თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის სადებიუტო ტურში „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯმა“ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 98:83.
მასპინძლებმა მატჩის სადავეები დებიუტშივე ჩაიგდეს ხელში, პირველივე მეოთხედი 12-ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა საფინალო სირენამდე ხელიდან აღარ გაუშვიათ.
ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა, მარკის რიდმა. პარკეტზე გატარებულ 25 წუთში მან საკუთარ აქტივში 16 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაწერა. რიდმა 11 ორქულიანიდან 6 მოათავსა კალათში და 4-ვე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა (პერიმეტრიდან არ უსვრია). გუნდში მასზე მეტი მხოლოდ მალაჩი ფლაინმა დააგროვა (17 ქულა).
შეგახსენებთ, რომ „ტრაბზონსპორიდან“ გადმოსული ამერიკელი ლეგიონერისა და მისი თანაგუნდელების მომდევნო გაჩერება ევროთასია, სადაც 30 სექტემბერს იტალიურ „რომას“ დაუპირისპირდებიან.





