შერმადინი “სარაგოსასთან” წაგებულ მატჩში დაბრუნდა

0
2

გულის პრობლემების დაძლევის შემდეგ, გიორგი შერმადინი პარკეტზე დაბრუნდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა გასული სეზონის ფინიშზე „ტენერიფეს“ 8 შეხვედრა ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით გამოტოვა.
ესპანეთის ჩემპიონატის (ACB ლიგის) სადებიუტო ტურში „ტენერიფემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა და დრამატულ ორთაბრძოლაში 80:81 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. მან მოედანზე გატარებულ 18:34 წუთში საკუთარ აქტივში 5 ქულა და 4 მოხსნა ჩაწერა, რასაც 2 პერსონალური ჯარიმა და 1 დაკარგვაც დაუმატა.
მომდევნო ტურში, 3 ოქტომბერს, შერმადინსა და მის თანაგუნდელებს მალაგაში საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება ელით — გიორგი თავის ყოფილ კლუბს, „უნიკახას“ დაუპირისპირდება.