ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ სასტარტოში დაბრუნდა

0
46

ლოჩოშვილმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ იტალიის სერია B-ში „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. 22-ე ტურში „კრემონეზემ“ შინ „ბრეშას“ მინიმალური ანგარიშით სძლია და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გასული წლის 16 დეკემბრის მერე საწყის თერთმეტეულში პირველად მოხვდა. მაშინ, კრემონელებმა გასვლაზე „ფერალპისაიოსთან“ 0:1 წააგეს.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე აბრეგომ გაიტანა, რომელიც თამაშში მე-11 წუთზე ტრავმირებული კოლოკოლოს მაგივრად ჩაერთო.
„კრემონეზე“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პარმას“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი