„გაგრას“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს

0
144

„გაგრას“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება, კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. გაგრელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ონიანის გაწვრთნილების შემადგენლობაში ნახევარმცველი ბექა გაბისკირია ითამაშებს.
27 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი საგარეჯოს „გარეჯში“ გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში ჩატარებულ 34 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე „გაგრას“ გიორგი ხარებაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, დავით ლომთაძე, გიორგი ქიმაძე და ზურაბ ჭავჭანიძე დააემატნენ
ლაშა თაბაგარი