ქუთაისის “ტორპედომ” ბრაზილიელი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი დაიმატა, რის შესახებ რიონისპირელთა პრესსამსახური იუწყება:
“კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. 25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი ფინეთის ვიცეჩემპიონ კუპსის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე. ელიტონ ჟუნიორი მიმდინარე წლის იანვრამდე შვედურ “ვარბერგს” ეკუთვნოდა, რომელშიც ის “რედ ბულ ბრაზილიდან” (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა”.
ლაშა თაბაგარი





