რევაზ ჩიტეიშვილი გორის “დილას” დაშორდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“რევაზ ჩიტიეშვილმა ,,დილა” დატოვა. 29 წლის განაპირა მცველმა კლუბში 4 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 119 მატჩში გაიტანა სამი გოლი და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა”.
ჩიტეიშვილმ “დილასთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ორჯერ მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





