„ნაპოლიმ“ ბელგიელი თავდამსხმელი იყიდა

0
74

„ნაპოლიმ“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მეორე ფეხბურთელი შეიძინა. იტალიის ჩემპიონმა „ვერონას“ 23 წლის ბელგიელ გარემარბ სირილ ნგონგეში 18 მილიონი ევრო გადაუხადა და პლუს ბონუსებიცაა გათვალისწინებული. ნგონგე ახალ კლუბში 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბელგიელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის „ვერონაში“ შარშან ზაფხულში გადავიდა. მანამდე, ბელგიის „ბრიუგეში“, ნიდერლაანდურ „ვალვაიკში“ და „გრონინგენში“ გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის სუპერთასის ფინალშსი გავიდა, სადაც 22 იანვარს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მილანის „ინტერს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი