მათე აბულაძე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. 23 წლის მცველი გაულ სეზონში იჯარით “სამტრედიაში” გამოდიოდა, სადაც კრიტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მანამდე, ის 2019-2022 ქუთაისელთა რიგებში გამოდიოდა.
“ტორპედო” სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლის. პირველი შეკრება მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
ლაშა თაბაგარი





