ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგა გამარჯვებით განაახლა

0
53

„კარლსრუე“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.
მე-18 ტურში „კარლსრიე“ შინ „ოსნაბრუკს“ შეხვდა დ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები მე-4 წუთზე კობალდმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 24-ე წუთზე გნასემ გაიტანა. „კარლსრუედან“ 55-ე წუთზე თავი ვანიცეკმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „კარლსრუე“ 24 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი