„ვალენსია“ მამარდაშვილის გარეშე თასიდან გავარდა

0
64

„ვალენსია“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის ესპანეთის თასიდან გავარდა. 1.8-ფინალში „ვალენსიამ“ ვიგოს „სელტა“ მიიღო და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარეს „ღამურების“ მიერ თასზე ჩატარებული წინა მატჩების მსგავსად არც ამჯერად უთამაშია და კარს მეორე მეკარე ხაუმე დომენეკი იცავდა.
სტუმრებიდან მე-13 წუთზე დე ლა ტორემ გახნა, ხოლო ხუთ წუთში მასპინძლები დოუვიკასმა მეორედ დაამწუხრა. 29-ე წუთზე „ვალენსიადან“ თავი პეპელუმ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მე-80 წუთზე დოუვიკასმა დუბლი მიითვალა და „სელტა“ 1/4-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი