მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ბელგიასთან 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ესპანელებიდან გადამწყვეტი გოლის ავტორ მიკელ მერინოს თქმით, ეჭვი ეპარებოდა, რომ თავის გუნდს ზედიზედ ორ შეხვედრაში მოაგებინებდა.
„აღტაცებული ვარ. ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს კვლავ მოხდებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისგან ორი მატჩი გვაშორებს. იმედია, ოცნებას ავიხდენთ. ესპანეთის ნაკრების მატჩებს ყველა უყურებს და ამიტომ, ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება სიამაყის საბაბია.
ნახევარფინალის სტადიაზე საფრანგეთის ელიტარული ნაკრების გარდა სხვა არავის ველოდით“ – იუწყება ფიფას პრესსამსახური მერინოს ნათქვამს, რომელიც პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ორ თამაშში შეცვლაზე შესულმა თავის გუნდს მოაგებინა.
ესპანეთი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ პირველად 1/2-ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის შეხვდება. მაშინ, ესპანეთამ არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. საფრანგეთი ესპანეთის დაპირისპირება 14 ივლისს შედგება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





