მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

0
76

საქართველო ეროვნული ნაკრები ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს.iamsport.ro-ს ინფორმაციით, კრაიოვას „უნივერსიტატია“ თბილისის „დინამოს“ 22 წლის ნახევარმცველში 750000 ევროს გადაუხდის.
მექავაბიშვილი ახალ კლუბთან ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებ და თუ რუმინული კლუბი მას მომავალში გაყიდის, „დინამო“ ტრანსფერიდან კიდევ 20% მიიღებს.
მექვაბიშვილი „დინამოს“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში 113 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მან თბილისელებთან ერთად 2-ჯერ საქართველო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო და ამდენჯერვე – სუპერთასი.
მექვაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ გუნდში 13 თამაში ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი