ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, 16 იანვარს შეიკრიბება. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“კლუბი 15 იანვარს შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 20 იანვარს ანთალიაში (თურქეთი) პირველ შეკრებაზე გაემგზავრება, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
30 იანვარს გუნდი საქართველოში დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ახალწვეულებსა და მეორე შეკრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კლუბი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს”.
ლაშა თაბაგარი





