„საბურთალომ“ ოთხ მოთამაშეს შეელია

0
52

თბილისის „საბურთალომ“ ახალი სეზონის წინ ოთხი ფეხბურთელი გაუშვა. კლუბის პრესსამსახურის ინფრომაციით, „საბურთალოში“ აღარ ითამაშებენ ზაზა ციცქიშვილი, ოლეგ მამასახლისი, სირილ ჩამბა და გლებ გრაჩოვი.
გასულ სეზონში „საბურთალომ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი არსებობის მანძილზე მესამედ მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი