შენგელიას ეფექტური გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
72

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-17 ტურში „პანატოლიკოსი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის სტუმრად გათამაშების ლიდერ „პანათინაიკო“ შეხვდა და 1:2 წააგო.
შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, როდესაც მასპინძლები სპორარის დუბლით 2:0 იგებდნენ,  მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. შენგელიამ მიმდინარე სეზონში „პანატოლიკოსის“ შემადგენლობაში საბერძნეთის ჩემპიონატში 13-ჯერ (5-ჯერ სასტარტოში) ითამაშა. „პანატოლიკოსი“ 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი