საბა გოგლიჩიძე ქუთაისის “ტორპედოს” დაემშვიდობა. იტალიური მედიის ინფორმციით, 18 წლის მცველმა სერია A-ში მოასპარეზე “ემპოლიში” სამედიცინო შემომება გაიარა და კონტრაქტი 2007 წლის ივნისამდე გააფორმა.
“ქუთაისელი ვარ, თამაში „ტორპედოში“ დავიწყე და ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა. „ტორპედოში“ ყველანაირი რესურსი და ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ განვითარდე, გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი.
ვფიქრობ, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმიყვანა იმ დონემდე, რომ ახალ ეტაპზე გადავიდე და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვიყო. მთავარ გუნდში ჩემს გადასვლაში წვლილი ბევრს მიუძღვის. თანაგუნდელები ჩემი მეგობრები არიან. მათი დამსახურებაა, დღეს რაღაცას რომ წარმოვადგენ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
ახალგაზრდებს ვეტყვი, იშრომონ, რადგან დაუფასდებათ. ამ კლუბში არაა იმის პრობლემა, რომ ახალგაზრდას ყურადღებას არ მიაქცევენ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. გულშემატკივრებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ისეთი მეგობრული დამოკიდებულება, როგორიც ჩვენსა და „ტორპედოს“ ფანებს შორის არის, სხვა გუნდებში არ მინახავს.
მნიშვნელობა არ აქვს, კარიერას სად გავაგრძელებ, „ტორპედო“ ყოველთვის ჩემი საყვარელი კლუბი იქნება, ყოველთვის მისი ქომაგი ვიქნები და მისი წარმატება სულ გამიხარდება“– განაცხადა საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა “ტორპედოს” პრესსამახურთან ინტერვიუში.
იტალიური მედია ირმუნება, რომ “ემპოლის” გოგლიჩიძის შეძენა საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ურჩია, რომელსაც ტოსკანურ გუნდში არაერთი სეზონი გაუტარებია.
ლაშა თაბაგარი





