ფერნანდუ სანტუში „ბეშიქთაშს“ გაწვრთნის

0
98

პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ისს მომგები ფერნადუ სანტუში თურქეთის „ბეშიქთაშს“ გაწვრთნის, მან სტამბოლურ გუნდში რიზა ჩალიმბაი შეცვალა. 69 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში „ბეშიქთაშის“ მეოთხე მწვრთნელია. ჩალიმბაიმდე გუნდს ჯერ შენოლ გიუნეში ავარჯიშებდა, ხოლო შემდეგ – ბურაკ ილმაზი.
სანტუში 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პოლონეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლში E ჯგუფში ჩატარებული 6 მატჩიდან 3 მოიგო და 3 წააგო. სანტუში თანამდებობიდან სტუმრად ალბანეთთან 0:2 წაგების მერე დაითხოვეს. საბოლოოდ, პოლონელები ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.
ლაშა თაბაგარი