ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დორივალ ჟუნიორი უხელმძღვანელებ, რომელმაც „სან პაულუს“ თავკაცის თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები გაეწვრთნა.
„სან პაულუ“ დორივალ ჟუნიორის წასვლის შესახებ იუწყება, რომელმაც გადადგომა მოითხოვა, რათა სათავეში ბრაზილიის ნაკრებ ჩაუდგეს“ – იუწყება „სან პაულუს“ პრესსამსახური.
61 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ფერნანდო დინიზს შეცვლის, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობა ასრულებდა და თანამდებობიდან 6 იანვარ გაუშვეს.
დორივალ ჟუნიორი „სან პაულუს“ გასული წლის აპრილიდან ავარჯიშებდა. მას კარიერის განმავლობაში ასევე ისეთი ცნობილი ბრაზილიური გუნდები გაუწვრთნია როგორებიცაა: „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „სანტოსი“, „ვაკო და გამა“, „კრუზეირო“, „პალმეირასი“, „ინტერნასიონალი“ და „ატლეტიკო პარანაენსე“.
ლაშა თაბაგარი





