გაგი მარგველაშვილი აშშ-ს კლუბ “ოკლენდ რუთსში” გადავიდა, რომელიც USL ლიგაში გამოდის. ნახსენები ლიგა MLS-ის შემდეგ რანგით მეორეა. მარგველაშვილი გასული წლის ზაფხულში თბილისის “დინამოში” ჩაირიცხ, სადაც მხოლოდ ევროთასებზე ითამაშა და შემდეგ გუნდიდან გაუშვეს. მანამდე, მან ორი სეზონი “შკუპიში” გაატარა, რომლის რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატი მოიგო. 27 წლის მარგველაშვილი ბალკანეთში გადაბარგებამდე თბილისის “საბურთალოში” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
USL ლიგა დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებისგან შედგება და თითოეულში 12-12 გუნდია. “ოკლენდ რუთსი” დასავლეთ დივიზიონშია და პირველ მატჩს 10 მარტს შინ “ინდი ილევენთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





