ხუან მატა “ვისელ კობედან” წავიდა

0
44

ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატას იაპონიის “ვისელ კობესთან” კონტრაქტი ამოეწურა და კლუბიდან წავიდა.
“ძალიან მიხარია, რომ ისტორიული მომენტის ნაწილი გავხდი, როდესაც კლუბმა არსებობი ისტორიაში პირველად იაპონიის ჩემპიონატი მოიგო. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტები, რომლებიც ერთად შევქმენით” – დაწერა 35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
მატამ “ვისელ კობეში” 2023 წლის სექტემბერში გადავიდა და ერთი მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის “ვალენსიაში”, “ჩელსიში”, “მანჩესტერ იუნაიტედში” და “გალათასარაიში” გამოდიოდა. მან “ვალენსიაში” ესპანეთის თასი მოიგო, “ჩელსიში” – ინგლისის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედში” – ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა.
მატამ ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 41 თამაშში 10 გოლი გაიტანა. ის “ფურია როხასთან” ერთად მოფლიო 2010 წლის ჩემპიონი და ევროპის 2012 წლის პირველობის გამარჯვებული გახდა.
ლაშა თაბაგარი