ფერნანდო დინიზი, რომელიც 2023 წლის 5 ივლისიდან ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახევ ავტორიტეტული ბრაზილიური სპორტული გამოცემა Globo Esporte იუწყება.
დინიზის გათავისუფლება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა მიიღო. ის ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდა, მანამდე, „ფლუმინენსეს“ პრეზიდენტს მარიუ ბიტენკურს ესაუბრა, ვინაიდან დინიზი პარალელურად რიო დე ჟანეირულ გუნდს ავარჯიშებდა.
49 წლის დინიზის ხელმძღვანელობით ბრაზილიამ ექვსი მატჩი ჩაატარა და ყველა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა ორჯერ გაიმარჯვეს, ერთი თამაში ფრედ დაასრულეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ცნობისთვის, ბრაზილიამ არსებობის ისტორიაში მუნდიალის შესარჩევში შინ მატჩი პირველად წააგო და გარდა ამისა, ზედიზედ ორჯერ პირველად დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





