“რეალი” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

0
71

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია შეადგინა. გუნდები მათი ინფრასტრუქტურის, შემადგენლობისა და სპორტულ ბაზარზე კომერციული მდგომარეობით შეფასდნენ.
პირველ ადგილზე ესპანური გრანდი მადრიდის “რეალია”, რომლის ღირებულება ექსპერტების აზრით 5 მილიარდ 490 მილიონი ევროა. მიუხედავად იმისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო დრო არ უდგას, ინგლისური კლუბი მეორე ადგილზეა და მისი ღირებულება 5 მილიარდ 427 მილიონი ევროა. მესამეზე “ბარსელონაა” – 4 მილიარდ 984 მილიონი ევრო.
Forbes-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული ასეთია:
1. “რეალი” – 5,5 მილიარდი ევრო.
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 5,4 მილიარდი.
3. “ბარსელონა” – 4,9 მილიარდი.
4.”ლივერპული” -4,7 მილიარდი.
5. “მანჩესტერ სიტი” – 4,5 მილიარდი.
6. “ბაიერნი” – 4,3 მილიარდი.
7. პსჟ – 3,8 მილიარდი.
6. “ჩელსი” – 2,8 მილიარდი.
9. “ტოტენჰემი” – 2,5 მილიარდი.
10. “არსენალი” – 2,4 მილიარდი.
ლაშა თაბაგარი