„ვალენსიამ“, რომლის კარ გიორგი მამარდაშვილი იცავს 2024 წელი იღბილიანად დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა „ვილიარეალი“ მიიღო და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია.
მატჩის მე-4 წუთზე შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა ხოსე გაიამ „ვალენსიას“ საჯარიმოში უკრაინელი ფორვარდი რომა იარემჩუკი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში ზუსტად გაგზავნა – 1:0.
27-ე წუთზე „ვილიარელის“ საჯარიმოში რამონ ტერატსმა ხელი ზურგში ჰკრა უგო დუროს და წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად პეპლუმ შეასრულა.
ამის შემდეგ რომერტო მორენოს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ მამარდაშვილმა კარი დროულად დატოვა და სტუმარ ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა. საქართველოს ნაკრების მეკარემ მანამდე ალბერტო მორენოს მიერ თითქმის საჯარიმოს ხაზიდან გაგზავნილი ბურთიც მოიგერია. „ვალენსიას“ პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ შორი მანძილიდან უგო დუროს შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 57-ე წუთზე ალტიმირამ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრის მიერ დადებული პენალტი პეპელუმ გოლად აქცია. 71-ე წუთზე აკომაჩი „ვალენსიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც ორ მცველს გაცდა პასი ხერარდ მორენოს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში შეამცირა.
„ვალენსია“ 26 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





