გიორგი ქვილითაიასთვის 2024 წლის დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა. კვიპროსსი ჩემპიონატის მე-17 ტურში აპოელმა სტუმრად „აპოლონთან“ ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით გადაარჩინა.
ქვილითაიამ გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლაშა დვალის პასის მერე თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა დვალმა.
აპოელი 39 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





