უეინ რუნი „ბირმინგემიდან“ გაუშვეს

0
45

უეინ რუნი „ბირმინგემის“ მთავარი მწვრთნელის თანაამდებობიდან დაითხოვეს. მასთან ერთად კარისკენ მწვრთნელ კარლ რობინსონს მიუთითეს. რუნიმ „ბირმინგემი“ 2023 წლის ოქტომბერში ჩაიაბარა და სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაააფორმა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და 26 ტურის შემდეგ, 28 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 38 წლის ექსკაპიტანი კარიერის დასრულების შემდეგ, „ბირმინგემამდე“ „დერბი ქაუნთის“ და MLS-ის „დი სი იუნაიტედს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი