„კორინთიანსის“ პრეზიდენტმა მოსკარდოს პსჟ-ში ტრანსფერი დაადასტურა

0
38

ბრაზილიის „კორინთიანსის“ პრეზიდენტმა აუგუსტო მელომ ნახევარმცველ გაბრიელ მოსკარდოს პსჟ-ში ტრანსფერი დაადასტურა. 18 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გრანდთან კონტრაქტს ხუთშაბათს გააფორმებს.
„მინდა დავადასტურო, რომე მოსკარდო „პარი სენ ჟერმენში“ გავყიდეთ. გარიგება დასრულებულია. მას ოპერაციას გაუკეთებენ და ივლისში პსჟ-ს შეუერთდება“ – განაცხადა მელომ.
გასულ სეზონში მოსკარდომ „კორინთიანსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი