ჯეიდონ სანჩო „ბორუსიაში“ ბრუნდება

0
58

ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის „ბორუსიაში“ ბრუნდება. გერმანული კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინგლისელი ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს ფეხბურთელის იჯარის და ხელფასის თანხაა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 23 წლის სანჩოს ანაზღაურების ნაწილს გადაიხდის.
სანჩოს სეზონის მსვლელობის დროს პრობლემა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო გასული წლის 26 აგვისტოდან არ უთამაშია.
„მანჩესტერმა“ სანჩო 2021 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ 85 მილიონ ევროდ იყიდა და მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი