„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „ტორინო“ დაამარცხა, რომლის ღირსებას საბა საზონოვი იცავს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საზონოვი ტურინელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „ფროზინონედან“ მე-5 წუთზე ანგარიში არიონ იბრაჰიმოვიჩმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 31-ე წუთზე ზიმამ გაიტანა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებითი დრო დაინიშნა და 98-ე წუთზე გამარჯვების გოლი რაინიერმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





