კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერას მადრიდის „რეალში“ დაასრულებს.
„ეს ჩემი ბოლო სამუშაო ადგილია, რასაც ვადასტურებ. ჯერ არ ვიცი როდის დავასრულებს. შემიძლია, 2026 წლის შემდეგაც დავრჩე, მას მერე რაც წარმატებას მივაღწევთ. 2026 წელი შესაძლოა ჩემს საუცხოო კარეირაში ბოლო გახდეს, შესაძლოა – არა. მწვრთნელობა მომწონს და იმედია როგორც 2027 ასევე 2028 წელს ვიმუშავებ. „რეალი“ მომწონს და აქ დარჩენა მინდა“ – იუწყება Madrid Universal 64 წლის იტალიელის სპეციალისტის სიტყვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ „რეალთან“ კონტაქტი 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
ანჩელოტი “რეალში” პირველად 2013-2015 წლებში მუშაობდა, ხოლო შემდეგ კლუბში 2021 წელს დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა 10 ტიტული მოიგეს – ერთხელ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი და ერთხელ ესპანეთის სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი





