გიორგი ჩააკვეტაძე „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე პირველად მოხვდა და ახალი წლის დაწყება საგოლე პასითაც აღნიშნა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად უხვგოლიან მატჩში „პლიმუტს“ დაუზავდა – 3:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 72 წუთი დაჰყო და 38-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:2 აგებდნენ, ისმაილ კონემ მასთან „კედელი“ გაითამაშა, რაც საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით დაასრულა.
„უოტფორდს“ მიჯრით 3 თამაშია არ მოუგიაა (2 ფრე და 1 მარცსი) – 36 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





