ბონუჩი შესაძლოა „ჯენოაში“ გადავიდეს

0
47

„რომაში“ ტრანსფერის ჩაშლის მიუხედავად, ლეონარდო ბონუჩი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების იმედს არ კარგავს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლ სკირას ინფორმაციით, 36 წლის მცველი შესაძლოა ბერლინის „უნიონიდან“ „ჯენოაში“ გადავიდეს.
ბონუჩის იტალიის ჩემპიონატში თამაში იმის გამო სურს, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპლეტის თვალთხედვის არეში იყოს, რადგან გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამგზავრებას გეგმავს.
ტურინის „იუვენტუსის“ ექსკაპიტანი „უნიონს“ მიმდინარე სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
გასულ კვირაში თითქოს „რომაში“ მისი ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რომაელი ფანები ბონუჩის გუნდში ჩარიცხვის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩდნენ და გარიგება ჩაიშალა.
ლაშა თაბაგარი