ალგერის საინტერესო შედეგი

0
49

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის სერია A-ში საინტერესო რეკორდის ავტორი გახდა. მე-18 ტურში ტურინელებმა “რომა” 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ადრიან რაბიომ გაიტანა, რომელსაც პასი დუალ ვლახოვიჩმა გაუკეთა. აღსანისნავია, რომ ალეგრის გაწვრთნილმა გუნდებმა იტალიის ჩემპიონატში ანგარიშით 1:0 76-ე მატჩი მოიგეს. მანამდე, მსგავსი შედეგი არცერთ მწვრთნელს დაუფიქსირებია. ალეგრი “იუვენტუსამდე” “კალიარის” (2008-2010) და “მილან” (2010-2014) ავარჯიებდა.
ტურინელი გუნდი ყველა ტურნირში ზედიზედ 13 შეხვედრაა არ აგებს. “იუვენტუსი” ბოლოს 23 სექტემბერ იტალიის ჩემპიონატში დამარცხდა “სასუოლოსთან” 2:4.
ლაშა თაბაგარი