„ატალანტამ“ შვედეთის ნაკრების მცველი იყიდა

0
67

ბერგამოს „ატალანტამ“ „ვერონადან“ შვედი მცველი ისაკ ჰინი შეიძინა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ვერონელებმა 8,5 მილიონი ევრო მიიღეს. ჰინი „ვერონაში“ გასული სეზონის წინ გადავიდა დაა ყველა ტურნირში 40 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის სამშობლოში „ვასალუნდის“ და „დურგარდენის“ ღირსებას იცავდა.
მას შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 2022 წლის 14 სექტემბრიდან იწვევდა და 8 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი