ვალტერ მაცარი: „აჩვენეთ ხვიჩას რა უქნეს“

0
67

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მიაჩნია, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მუდმივად პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ, რაზეც მსაჯები სათანადოდ არ რეაგირებენ. მან ამის შესახებ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში შინ „მონცასთან“ 0:0 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
„კვარაცხელიას და ოსიმენს მუდმივად პროვოცირებენ და თქვენ ჟურნალისტებმა უნდა აჩვენოთ რაც ხდება. აჩვენეთ თუ როგორ იჭერენ და ხელს კრავენ მათ 20 წუთის განმავლობაში და ამისთვის ყვითელ ბარათს არავინ იღებს. ამის მოთმენა რთულია.
ჩვენ უცნაურ სიტუაციაში ვართ, რადგან ნათელი გონება არ გვყოფნის – ანგისამ, კვარაცხელიამ და გაეტანომ მიბრჯნთ დაარტყეს, მაგრამ ბურთი მეკარეს ხვდებოდა. აჩვენეთ რა უქნეს კვარაცხელიას – მას ხუთი წუთი იჭერდნენ და ამის მერე გამაძევეს. სწორედ ამიტომ ვარ გაბრაზებული“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს football-italia.net.
ლაშა თაბაგარი