მატეო დარმიანმა მილანის „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 34 წლის მცველი მილანურ კლუბში 2025 წლის ივნისამდე დარჩება. მას „ინტერთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურებოდა.
დარმიანი „ინტერში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 134 მატჩში 8 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხბა, მან „ნერაძურიში“ 23-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





