შოთა არველაძე თურქეთში ძალიან უიღბლოდ დაბრუნდა

0
51

შოთა არველაძის დაბრუნება თურქეთის სუპერლიგაში კატასტრპფული აღმოჩნდა. თუ მისი გაწვრთნილი „ქარაგიუმრუქი“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „გალათასარაისთან“ 0:1 დამარცხდა, ამჯერად მე-18 ტურში შინ „გაზიანთეფთან“ 0:3 წააგო.
სტუმრებიდან ანგარიში 27-ე წუთზე დრაგუშმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე გრადელმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 87-ე წუთზე წერტილი ნკულუმ დასვა. „ქარაგიუმრუქი“ 17 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-18 ტურში „კრემონეზემ“ შინ „მოდენას“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. წინა ტურში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებული საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი, ისევ თადარიგში გადასვეს და ერთი წუთიც არ უთამაშია. „კრემონეზე“ 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.
„სპეცია“ „ჩიტადელას“ ესტუმრა და 1:4 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ივა გელაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შევიდა. „სპეცია“ 16 ქულით მე-18 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში “ტორინომ” შინ “უდინეზეს” ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი არ ათამაშეს და მხოლოდ განაცხადში ყოფნა აკმარეს. “ტორინო” 24 ქულით 20 გუნდში მეათეა.
ლაშა თაბაგარი