ოფიციალურად: სუარესი “ინტერ მაიამის” ფეხბურთელია

0
51

ჩრდილოეთ ამერიკის MLS ლიგაში მოასპარეზე “ინტერ მაიამიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის სუარესი დაიმატა. ურუგვაის ეროვნული ნაკრების 36 წლის თავდამსხმელს ბრაზილიის “გრემიოსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და ახალ კლუბს თავისსუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
გასულ სეზონში, სუარესმა “გრემიოში” ჩატარებულ 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ცნობისთვის, “ინტერ მაიამიში” განაგრძობს, სადაც “ბარსელონაში” მისი ყოფილი თანაგუნდელები ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა გამოდიან.
ლაშა თაბაგარი