კვერნაძეს თავის გამოჩენის შანსი „იუვენტუსთან“ მისცეს

0
56

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ტურინის „იუვენტუსთან“ ითამაშა. „ფროზინონემ“, რომელშიც ახალგაზრდა ქართველის ფეხბურთელი გამოდის, შინ ტურინელებთან 1:2 წააგო. კვერნაძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
„იუვენტუსიდან“ მე-12 წუთზე ანგარიში ილდიზმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 51-ე წუთზე გოლი ბაესმა გაიტანა. ტურინელებიდან გამარჯვების 81-ე წუთზე ვლახოვიჩმა შეაგდო. „ფროზინონე“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში „დენ ბოსხმა“ „კამბური“ მიიღო და 3:1 აჯობა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შალვა ოგბაიძემ ითამაშა და 68-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემის შემდეგ, მასმა მეორე გოლი გაიტანა – 2:0. ოგბაიძე 89-ე წუთზე შეცვალეს. „დენ ბოში“ 15 ქულით 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში “უოტფორდმა” გასვლაზე “ბლექბერნს” 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. “უოტფორდი” 34 ქულით 24 გუნდში მეთოთხმეტეა.
ლაშა თაბაგარი