კვერკველიას ზედიზედ მეორე გამარჯვება საუდის არაბეთში

0
67

„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, სააუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.
მე-18 ტურში „ალ ახდუდი“ თავის მოედანზე სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ „ალ შაბაბს“ დაუპირისპირდა და მე-3 წუთზე ნიგერიელი გოდვინის მიერ გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად მე-18 მატჩი ჩაატარა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
გუნდებმა შეხვედრა 10-10 კაცით დაასრულეს, რადგან მსაჯმა 54-ე წუთზე  ფეხბურთელი ჯერ სტუმრებს გაუძევა, ხოლო 70-ეზე უკვე – მასპინძლებს. „ალ ახდუდს“ 19 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი