“ნაპოლი” რომში დამარცხდა – მოურინიომ კვარაცხელია დაარიგა

0
76

იტალიის სერია A- მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რომამ” “ნაპოლის” უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. მას განვლილ შეხვედრაში საგოლე მომენტი არ ჰქონია და არც თავად გამორჩეულა მწავავე პასით. თუმცა, როგორც მიმდინარე სეზონში არაერთხელ უმაწყალოდ “ურტყამდნენ”. პირველ ტაიმში კვარაცხელიასთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი ჯერ პარედესმა მიიღო, შემდეგ კრისტენსენმა და ბოლოს კრისტანტემ. მესამე “ყვითელმა” რომაელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო აღაშფოთა, რაც არ დაუმალავს. ის კვარაცხელიასთან მივიდა, მხრებში ხელი მოჰკიდა და მცირე ხანი ესაუბრა, თავის მხრივ ხვიჩამაც ლეგენდარულ მწვრთნელს პასუხი დაუბრუნა.
“რომას” ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბელოტიმ პასი ბოვეს გაუკეთა, ამ უკანასკნელის ახლო მანძლიდან დარტყმული ბურთი კი მერეტმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ორი ტაიმის განმავლობაში გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
66-ე წუთზე ნეაპოლელებს პოლიტანო გაუძევეს, რომელსაც ზალევსკიმ მაისურაზე მოქაჩა, ხოლო სტუმარმა ფეხბურთელმა პანღურის ამოსარტყმელად ფეხი მოუქნია. 76-ე წუთზე “რომას” ფეხბურთელის დარტყმული ბურთი “ნაპოლის” მცველმა უხეიროდა მოიგეირია, ხოლო მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფმა პელეგრინიმ ამით ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0. 88-ე წუთზე უხეშობისთვის ოსიმენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე საბოლოო წერტილი რომელუ ლუკაკუმ დასვა. ამ წაგების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” 27 ქულით 20 გუნდში მე-7 ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი