„მანჩესტერ იტიმ“ არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოიგო. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე გამართუ ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა გასულ სეზონში კოპა ლიბერტადორესი მომგები ბრაზილიის „ფლუმინენსე“ უპრობლემიდ დაამარცხა 4:0.
ინგლისელები პირველ წუთზე ხულიან ალვარესმა დააწინაურა. 27-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნინომ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 72-ე წუთზე ალვარესის პასით თავი ფილ ფოდენმა გამოიჩინა, ხოლო 88-ე წუთზე ალვარესმა დუბლი შეასრულა. მიუუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ფინალში ორი გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელი ნახევარმცველი როდრი დაასახელეს. ცნობისთვის, ალვარესი პირველი არგენტინელია, რომელმაც კოპა ლიბერტადორესი, ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა, მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ფეხბურთის იტორიაში კი, ის მესამე ვინც ასეთი შედეგი აჩვენა. მანამდე, იმავე ბრაზილიელმა მეკარე დიდამ და ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა კაფუმ მოახერხეს. 23 წლის ალვარესმა „სიტიში“ მე-5 ტიტული მოიპოვა, ხოლო კარიერაში – მე-14.
„მანჩეტერ სიტი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
„სიტის“ თავკაცია პეპ გვარდიოლა პირველია, რომლი გაწვრთნილმა გუნდებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ოთხჯერ გაიმარჯვეს და ფინალი არცერთხელ წაუგიათ. გარდა ამისა, მან პირველმა მოაგებინა სამი სხვადასხვა ქვეყნის გუნდს მსოფლიო აკლუბო ჩემპიონატი. ესპანელმა სპეციალისტი კარიერაში 37-ე ტიტულს დაეუფლაა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლეგენდარულ შოტლანდიელ სერ ალექს ფერგიუსონს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 49 ჯილდოა.
ევროპულმა გუნდებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ზედიზედ თერთმეტჯერ გაიმარჯვეს, ხოლო საერთო ჯამში – თექვსმეტჯერ.
ლაშა თაბაგარი





