ზვიად ნაჭყებია ჩეხეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
91

24 წლის თავდამსხმელი ზვიად ნაჭყებია, რომელმაც გასული სეზონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის “სამტრედიაში” გაატარა, კარიერას ჩეხეთის “ზლინში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სამტრედიას” პრესსამსახური იუწყება.
“სამტრედიაში” საოცარი ერთი სეზონი გავატარე, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს უკვე წლებია ვთამაშობ. გულშემატკივრებმა საოცრად მიმიღეს, ყოველ მატჩში მხარს მიჭერდნენ, მამხნევედბნენ და მღეროდნენ ჩემს სახელს, რაც ჩემთვის უფრო ამარტივებდა ფეხბურთის თამაშს და მეც საპასუხოდ ვცდილობდი მათთვის მადლობა ჩემი თამაშით გადამეხადა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამტრედიელ გულშემატკივარს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და სტაფს. ჩემს კარიერულ განვითარებაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს და რომ არა სამტრედია, ყველაფერი ბევრად რთული იქნებოდა. ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი გულშემატკივარი” – განაცხადა ნაჭყებიამ, რომელიც “სამტრედიამდე” რამდენიმე სეზონი თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი