საქართველო ნაკრებმა წელიწადი რეიტინგში 77-ე ადგილზე დაასრულა

0
65

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 2023 წელიწადი 77-ე ადგილზე დაასრულა.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ინგლისი
საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში იმავე არენაზე საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუქსემბურგის ნაკრები ფიფას რეიტინგში 83-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი