ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა

0
19

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა. კომპანია RedBird Capital Partners-მა, რომელიც იტალიური კლუბის საკონტროლო პაკეტს ფლობს ოფიციალურად განაცხადა „როსონერის“ ექსფორვარდთან თანამშრომლობის განახლების შესახებ.
42 წლის შვედმა RedBird Capital Partners-ის საოპერაციო პარტნიორის თანამდებობა დაიკავა სპორტის, მედიისა და გართობის სფეროში. გარდა ამისა, ის „მილანის“ მფლობელების და უმაღლესი ხელმძღვანელების უფროსი მრჩეველი იქნება.
იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთელის კარიერა მაისში 41 წლის ასაკში დაასრულა. მან პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაში შვედეთის პროფესიონალური კარიერა შვედეთის „მალმიოში“ დაიწყო, რომლის შემდეგ „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, პსჟ-ში, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მილანში“ და „ლოს ანჯელეს გელექსიში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე ჩატარებულ 866 შეხვედრაში 511 გოლი გაიტანა.
იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში 122-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო, რაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში რეკორდია.
კარიერის განმავლობაში ზლატანმა 34 ტიტული მოიგო – „აიაქსში“ (4), „იუვენტუსში“ (5), „ინტერში“ (5), „მილანში“ (3), პსჟ-შ (12) და „მანჩესტერ იუნაიტედში“ (3).

ლაშა თაბაგარი