“მანჩესტერ იუნაიტედი” მარსიალის შენარჩუნებას არ გეგმავს

0
56

ანტონი მარსიალი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავა. 28 წლის ფრანგ ფორვარდს კლუბთან  2024 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი, რომელიც თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციას შეიცავს. თუმცა, ინგლისური მედიის ინფორმაციით, „იუნაიტედი“ ოფციის გააქტიურებს არ გეგმავს.
თუ „მანჩესტერი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელს ვერ გაყიდის, მაშინ სეზონის დასრულების მერე მარსიალი კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
„იუნაიტედმა“ ფრანგი თავდამსხმელი „მონაკოდან“ 2015 წელს 36 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 317 მატჩში 90 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი