პოზნანის „ლეხი“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირის გამოდის პოლონეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. პოზნანელებმა 1/8-ფინალში სტუმრად ექტრაკლასას ლიდერი გდინიას „არკა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მარჩვინსკიმ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
თურქეთის სუპერლიგის მე-15 ტურში „ჰათაისფორი“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა, სტუმრების განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





