ალეფ სანტოსი “დილადან” წავიდა

0
71

გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი ვიცეკაპიტანი ბრაზილილი ალეფ სანტოსი გუნდიდან წავიდა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“ალეფ სანტოსმა ჩვენი კლუბი დატოვა. ბრაზილელი ფეხბურთელი ,,დილას” ღირსებას 5 სეზონის მანძილზე იცავდა და ამ დროში 3 ჯერ შეძლო ეროვნულ ლიგაში საპრიზო ადგილების დაკავება და ჩვენი ღირსების დაცვა ევროტურნიერებზე.
იგი გახლდათ ჩვენი კლუბის ვიცეკაპიტანი და გორელი გულშემატკივრისთვის ერთ ერთი გამორჩეული მოთამაშე. ალეფმა ჩვენი კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე, ჯამში 136 მატჩი ჩაატარა გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 6 საგოლე პასი.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩვენს კლუბს გულთბილი ტექსტით დაემშვიდობა, რომელშიც ვკითხულობთ: “5 სეზონის შემდეგ “დილაში”, გემშვიდობებით და მივდივარ ამაყი იმით რაც ამ პერიოდში ერთად შევქმენით. მადლობა გორელ გულშემატკივარს მათი სიყვარულისთვის და კლუბში მომუშავე არაჩვეულებრივ პროფესიონალებს, დაწყებული პრეზიდენტიდან მრეცხავი ქალით დამთავრებული. ძალიან დიდი მადლობა! მე სულ სხვა ადამიანი ვარ იმ ისტორიის შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ. მადლობა გორის ,,დილას”.
ლაშა თაბაგარი