„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

0
62

„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-აუტის პირველ მატჩში შინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ს საგარეჯოს „გარეჯი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო საპასუხო თამაში 1:3 წააგო, რაც ელიტაში დასარჩენად საკმარისი აღმოჩნდა.
საგარეჯოში ჩატარებულ მატჩში მე-6 წუთზე ანგარიში სამტრედიელმა ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, ხოლო საპასუხო ბურთი მე-14 წუთზე ლაშა უგრეხელიძემ გაიტანა. 37-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა „გარეჯი“ დააწინაურა. 47-ე წუთზე სტუმართა კარი გიორგი ხარებაშვილმა აიღო. თუმცა, დარჩენილ დროში უკრაიმელი დენის ხომუტოვის გუნდმა მეტოქის კარის აღება და თამაშის თუნდაც დამატებით დროში გადაყვანა ვერ მოახერხა.
ლაშა თაბაგარი