„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ზურგზე ოპერაცი გაიკეთა. ესპანური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ჩატარებულ ოპერაცია რთული არ იყო და ამიტომ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს შეუძლია კლუბს დაუბრუნდეს რეაბილიტაციის გასავლელად. ის სავარაუდოდ მოედანზე 2-3 თვეში გავა. „ბარსელონაში“ ეიმდებათ რომ ტერ შტეგენი მზად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩისთვის მზად იქნება.
ზურგის ტკივილის გამო, ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. მან მიმდინარე სეზონში ესპანური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის კენჭისყრა 18 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





